пятница, 9 мая 2014 г.

პროექტის სახელწოდება: პეპელა იბადება, ცოცხლობს, კვდება...
პროექტის მთავარი იდეა:
 ახალი მასალის  ახსნისას ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემის გარშემო ,,ყმაწვილი და პეპელა“ გამოვიყენე ერთ-ერთი აქტივობა ,,ვიცოდი-გავიგე-მინდა გავიგო“:,,მინდა გავიგო“ გრაფის შევსებისას, მოსწავლეებს დაებადათ კითხვები პეპელას სასიცოცხლო ციკლის შესახებ. მე მათ შევთავაზე ინფორმაციის მოძიება წიგნებისა და ინტერნეტის საშუალებით.თემის უკეთ გასაცნობად შევთავაზებ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობას, ერთად შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას და გადავინაწილებთ დავალებებს.
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა:მნიშვნელოვანია, მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა შეისწავლონპეპლებისა და მწერების სასიცოცხლო ციკლი, შეძლონ სასარგებლო და მავნე მწერების გარჩევა-განსხვავება და მონახონ მავნე მწერების, კერძოდ ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ ბრძოლის გზები, რაც შეუწყობს ხელს ჯგუფური მუშაობის დროს თანამშრომლობის უნარის ჩამოყალიბებაში.
პროექტის მიზნები:
 ჩემი მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ მწერები, მათი როლი ბუნებაში.  რაც ხელს შეუწყობს ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება; აზრის ცხადად, ლაკონურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვას; ჩამოუყალიბდებათ მსჯელობის უნარი;  საგანმანათლებლო მიზნით სხვადასხვა რესურსით (ლექსიკონები, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვ.) სარგებლობა;ჩამოუყალიბდებათ დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევები. შეძლებენ სამეტყველო ეტიკეტის ნორმების დაცვას.გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარი. შეძლებენ ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლსა და გააზრებ;
მონაწილეთა ასაკი: 7-8
ვადები/ხანგრძლივობა: 1.5-2 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კედლის გაზეთი, ფოტოალბომი, ვიდეომასალა, სლაიდები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტო და ვიდეო აპარატი.
პროექტის მსვლელობა: პროექტში მონაწილე მოსწავლეებს დავყოფ 3 ჯგუფად.
პირველ ჯგუფს დავავალებ მოიძიოს ინფორმაცია სასარგებლო  მწერების შესახებ;
 მეორე ჯგუფს დავავალებ მოიძიოს ინფორმაცია მავნე მწერების  შესახებ;
 მესამე ჯგუფს მიეცემა დავალება მოიძიოს ინფორმაცია პეპლების შესახებ და გამოყოს მათში როგორც სასარგებლო, ასევე მავნე პეპლები.
თითოეულმა ჯგუფმა ინფორმაციის მოძიების შემდეგ, უნდა მოამზადოს შუალედური პრეზენტაცია ფოტოებით, ნახატებითა და ვიდეო რგოლებით და შექმნან კედლის გაზეთი.
პროექტში მომუშავე ჯგუფებს ვაძლევ დავალებას ერთობლივად დაამუშაონ და დაახარისხონ  მოძიებული ინფორმაცია და ჩამოაყალიბონ პრეზენტაცია პეპლის სასიცოცხლო ციკლის შესახებ.
მოსწავლეებთან ერთად წავალთ კოლხეთის ეროვნულ პარკში რათა დავუკვირდეთ მწერების ცხოვრებას ბუნებაში, გადაიღონ ფოტოსურათები, ვიდეო.
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას, რომ მოემზადონ პროექტის პრეზენტაციისთვის.
პროექტის დასასრულს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული , ბუნებისმცოდნეობა, ხელოვნება, მუსიკა, ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი: ლოლაძე ლელა.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: loladzelela@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი: www.loladzelela1967.blogpost.com